Friday, July 9, 2010

პროექტი

მთავარი იდეა „ცხოვრება სივრცეა,იპოვე შენი ადგილი“
მნიშვნელობა/აქტუალობა ძალზე გახშირდა ნარკოტიკების მოხმარება როგორც ზრდასრულ,ასევე მოზარდებს შორისაც.ამიტომ მნიშვნელოვანია თავიდანვე გარკვეულები იყვნენ მოსწავლეები ამ მავნე ჩვევის შესახებ.ნათლად დაინახონ როგორ ანადგურებს ნარკოტიკები მათ ორგანიზმს და მათ მომავალ ცხოვრებას.
მიზნები და შედეგები მიზანი:ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე იკვლევს ადამიანის ორგანიზმზე ტოქსიკური ნივთიერებების მოქმედების მოსალოდნელ შედეგებს.ქიმ.X. 3.1.
აგრეთვე ინტეგრირებულად მუშაობენ ბიოლოგიის საგანში,კერძოდ ბუნ.IX.3.3.(გეგმავს თანაკლასელებთან ერთად ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შესანარჩუნებელ ღონისძიებებს,ახორციელებს მას და შედეგებს წარადგენს ფართო აუდიტორიის წინაშე).
შეფასების საგანი და პროცედურები –დაკვირვება,წარმოდგენილი პროექტების შეფასება.
რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ –დაკვირვება,ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა წყაროდან.
–ცხოვრებისეული შემთხვევები.
რა სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსია საჭირო ფოტოსურათები,ბროშურები,ინტერნეტი:google.com,Wikipedia.org.
სასწავლო პროექტის მსვლელობა საწყის ეტაპზე მოსწავლეებს განვუმარტავ პროექტის შინაარსს,მიზანს,ნარკოტიკების მოხმარების სიავეს და მასთან დაკავშირებულ მრავალ პრობლემას.
(1 გაკვეთილი)
II ეტაპი–კლასი იყოფა 2(3 კაციან)ჯგუფად დანარჩენები ინდივიდუალურად იწყებენ მუშაობას. (1 გაკვეთილი)
IIIეტაპი–ჯგუფურად მუშაობის თითოეული მოსწავლე ჩაატარებს კვლევას,ჯგუფის წევრები კვლევის შედეგებს ერთმანეთს შეუთანხმებენ,შემდეგ კი კლასის წინაშე წარმოადგენენ.
ინდივიდუალურად მომუშავე მოსწავლეები მოიძიებენ ლიტერატურას,ბეჭდვით ან სხვა მასალას ინტერნეტიდან.
(2 გაკვეთილი)
IV ეტაპი–პროექტი შეიძლება წარმოადგინონ ნარკვევის,ფოტოსურათების,ჩანახატების,სტენდის სახით ან ჩაატარონ მინილექცია. (1 გაკვეთილი)






შედეგები 1–3 4–5 6–7 8–10
1. შესავალო არ არის უინტერესოა საინტერესოა მოძიებულია დამატებითი საინტერესო მასალა შესავლისათვის.
2. თემის წარმოდგენა ულოგიკოა,ბუნდოვანია. ნაწილობრივ გასაგებია. ლოგიკურია,შეინიშნება ხარვეზები. ლოგიკურია,კარგად ჩამოყალიბებული,ორიგინალური.
3. საუბარი ფრაგმენტულია,გაუმარავი. ხშირად ცერდება,ორჭოფობს,იმეორებს სიტყვებს. ლოგიკურია,გამართულად საუბრობს. ლოგიკურია,კარგად ჩამოყალიბებულია,ორიგინალურია.
4. თვალსაჩინოება არ იყენებს. იყენებს მწირად. შესაბამისად იყენებს ცხრილებს,ნახატებს,დიაგრამებს. მასალას წარმოადგენს ვიზუალურად ,ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით.
5. პასუხი შეკითხვაზე უჭირს გაუმართავია გამართულად პასუხობს ძირითად კითხვებს ყველა კითხვას პასუხობს ორიგინალურად, საინტერესოდ
6. დასკვნა ცდილობს გაუმართავი და არალოგიკურია ლოგიკურია, კარგად არის ჩამოყალიბებული კარგად, ლოგიკურად და ორიგინალურად არის ჩამოყალიბებული